NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
„ვაშინგტონში შოკისმომგვრელ სცენებს ვხედავთ. ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივისცემით უნდა მოეკიდონ“, - წერს სტოლტენბერგი.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი. მძიმედ დაჭრილია საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე. კაპიტოლიუმის შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია მიმდინარეობს. მობილიზებულია ეროვნული გვარდია.