logo_geo
eng_logo
შობის დღესასწაული სამეგრელოს ტაძრებშიც იზეიმეს
- +

7 იანვარი. 2021. 10:58

 

 

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სადღესასწაულო წირვა ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღავლინა და მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

 

„მინდა მოგილოცოთ ყველას ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული, ბეთლემის ბაღებში ხორციელად შობილმან იესო ქრისტემ დაგლოცოთ, გაგახაროთ თქვენ საქართველო და მთელი მსოფლიო, იხარეთ ორთავ სოფელსა შინა“, - განაცხადა მეუფემ.

 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება აღავლინა და მრევლს დღესასწაული მიულოცა.

 

„ქრისტესშობის დღესასწაულს გილოცავთ, ეს არის დიდი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც გარდაემატება ყველანაირ ტკივილს და განსაცდელს, ამიტომ არის, რომ დღეს ყველა ადამიანი ხარობს იესო ქრისტეს შობას, რადგან მასთან ერთად იბადება იმედი და იმედის სიხარული ჩაისახება ადამიანის გულში, ღმერთმა დაგლოცოთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის საკათედრო ტაძრის გარე ფასადი საზეიმოდ განათდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner