logo_geo
eng_logo
ზაზა სოფრომაძე: დაავადება, რაც მოლაშვილს აწუხებდა, არაადამიანურმა მოპყრობამ გამოიწვია!
- +

5 ივლისი. 2016. 18:46


„სულხან მოლაშვილი გახლავთ იმ რეჟიმის მსხვერპლი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ერქვა", -ამის შესახებ ზაზა სოფრომაძემ სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნის დროს „რეპორტიორს" განუცხადა.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაშვილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ციხეში ყოფნის დროს დაავადდა.


„ვერ გაუძლო ყველამ რეპრესიებს და სულხანიც ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა. მისი დაავადება, რაც მას აწუხებდა და რაც სამწუხაროდ, ფატალური შედეგით დასრულდა, სწორედ იმ არაადამიანურმა მოპყრობამ გამოიწვია, რაც მან იწვნია „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს, როცა ის ციხეში იმყოფებოდა", - განაცხადა სოფრომაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner