logo_geo
eng_logo
ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

7 იანვარი. 2021. 13:23

 

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საეჭვო პაციენტების კვლევა.

 

„ამ პერიოდისათვის ფოთში აღრიცხულია კორონავირუსის 3 430 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 140 პაციენტი, გარდაიცვალა 23, ხოლო აქტიური პაციენტია 267. მათ შორის სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 46 პაციენტი, ევექსის ფოთის ჰოსპიტალში არის 40 პაციენტი, კარანტინში იმყოფება 15, ხოლო ბინაზე 206 ადამიანი“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

 

7 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner