logo_geo
eng_logo
იმერეთში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
- +

7 იანვარი. 2021. 13:48

 

 

 

იმერეთში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. ცეცხლი ხმელ ფოთლებსა და ტყის ქვედა საფარს რვა მუნიციპალიტეტში ეკიდა.

 

სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები იყვნენ ჩართულები და სწორედ მათი ძალისხმევით ყველა კერა ჩამქრალია. ამ დროისთვის იმერეთში აქტიური ხანძარი არსად არ ფიქსირდება.

 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგელობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას.

 

მათივე ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ის ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ მუშაობს. მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალოკალიზაციო სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner