თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. მისი თქმით, მოლაშვილი მსხვერპლია წინა ხელისუფლების.
„სულხან მოლაშვილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცე ადამიანს. ასეთ ნიმუშს, მაგალითს ჩვენ უამრავს ვხედავდით წინა ხელისუფლების დროს. სამწუხაროდ, სულხან მოლაშვილიც წინა ხელისუფლების მსხვერპლია", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.