logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: სამწუხაროა, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ აღიარა
- +

7 იანვარი. 2021. 14:39

 

 

 

სამწუხაროა, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ აღიარა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

 

 

„დემოკრატიის მთავარი წესია, რომ არჩევნების შემდეგ არსებობენ გამარჯვებულები და დამარცხებულები. ორივე მხარე როლს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს, რათა საბოლოო ჯამში დემოკრატია დარჩეს გამარჯვებულად. ძალიან გაბრაზებული ვარ იმით, რაც ვაშინგტონში ხდებოდა. დემოკრატია აგრესორებსა და მეამბოხეებზე უფრო ძლიერია და რამდენიმე კვირაში აშშ დემოკრატიის ახალ ფურცელს გადაშლის“, - განაცხადა მერკელმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner