-
+
7 იანვარი. 2021. 21:22
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის გვერდის მოქმედება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. როგორც სოციალური ქსელის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი განმარტავს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი გვერდი ფუნქციონირებას სულ მცირე ძალაუფლების გადაბარებამდე ვერ განაახლებს.
„ბოლო 24 საათის შოკისმომგვრელი მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს დარჩენილ დროში ძირი გამოუთხაროს მისი არჩეული მემკვიდრისთვის, ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების მშვიდობიან და კანონიერ გადაცემას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდში პრეზიდენტის მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის დაშვების რისკები უბრალოდ ძალიან დიდია. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ბლოკირებას, რომელიც მის „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშებზე დავაწესეთ, განუსაზღვრელი ვადით და სულ მცირე შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ვიდრე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა დასრულდება“, – აცხადებს ცუკერბერგი.