logo_geo
eng_logo
ილია მეორეს შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტის გაკეთება შესთავაზონ
- +

7 იანვარი. 2021. 22:37

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტის გაკეთება შესთავაზონ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, პატრიარქს ჯერჯერობით არცერთი PCR ტესტი არ გაუკეთებია.

 

„შევთავაზებთ მერე, ვნახოთ საქმეები როგორ წავა, ამას სიტუაციის მიხედვით გავაკეთებთ. ჯერ ამას მნიშვნელობა არ აქვს. კვირის განმავლობაში შევთავაზებთ“, - განაცხადა შარტავამ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner