logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ფანჩატურში ერთკაციანი პარტიების გვერდით ჯდომა შეგძენთ ქულებს?
- +

8 იანვარი. 2021. 00:42

 

 

„დღეს საქართველოში მომაკვდინებელი პოლარიზებაა, რომელიც გაცილებით საშიშია, ვიდრე პარლამენტში შესვლა-არშესვლა. ოპოზიცია მაზოხიზმშია და პოლიტიკურად ძალადობს – ბევრნი თუ ვიტყვით, რომ არჩევნები გაყალბდა, დაგვიჯერებენო... იმდენად დაკარგეს სახე და დამაჯერებლობა, რომ არათუ ქართველი ხალხი, დასავლეთიც აღარ უგდებს ყურს. დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ, იმ სამ და ერთპროცენტებსაც ვერ აიღებდნენ“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „ასავალ-დასავალს“ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კომენტირებისას განუცხადა.

 

„113 დეპუტატის პარლამენტში არყოფნა იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ მაღალი ტრიბუნიდან მათ გამოსვლებს ვეღარ ვიხილავთ, არამედ ქვეყანას საზღვრების აღდგენის გადახედვის შესაძლებლობა არ ექნება. ერთადერთი ალეკო ელისაშვილს აქვს საღი პოზიცია, დიდი ალბათობით, სხვა პარტიებშიც იქნებიან ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ ხმას ვერ იღებენ, ისე ღრმად არიან ამ თამაშში შესულნი.

ერთ–ერთმა პოლიტიკოსმა ქალბატონმა აღნიშნა– შეხვედრებს პარლამენტის სამი ყოფილი თავმჯდომარე ვესწრებითო... შე დალოცვილო, მერე, რა მაზოხიზმი შეგეყარა ისეთი, რომ იმ რეიტინგსაც კარგავ, რაც გქონდა? ასე როგორ უნდა დაეცე? ფანჩატურში ერთკაციანი პარტიების გვერდით ჯდომა შეგძენთ ქულებს?

როდესაც პანდემია მძვინვარებს და სამხრეთ კავკასიაში დენთის სუნი დგას, პოლიტიკური ძალადობა რომელ მორალში ჯდება? თუ მართლა პოლიტიკოსები ხართ და არა პარტიული ფუნქციონერები, რატომ არ ითვალისწინებთ ამ გარემოებას ან ექსპრეზიდენტის ბიძის ბრძანებებს რატომ ასრულებთ?“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

 

კითხვაზე - „ოპოზიცია ექსპრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას გეგმის მიხედვით მოქმედებს?“ - ექსპერტი ასე პაუსხობს:

 

„ცოტა ხნის წინათ განა საკუთარი ყურით არ მოვისმინეთ სააკაშვილის ბიძისა და გუბაზ სანიკიძის დიალოგი? დაგვავიწყდა, როგორ იძლეოდა მითითებებს?! ისინი იმ გეგმას მიჰყვებიან, რაც ძალადობის გზით ხელისუფლების დამხობას გულისხმობს! ამ თამაშში შევიდნენ და ვეღარ გამოდიან! ვფიქრობ, პოლიტიკური საბოტაჟი, რასაც დღეს ოპოზიცია მიმართავს, გამოძიების საგანი უნდა გახდეს! სხვის ჯიბეში არ ვიხედები, მაგრამ, როდესაც ლეგალურ შემოსავალზე უარს აცხადებ, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, საიდან ეს ფუფუნება? რა მოტივაცია გამოძრავებს ისეთი, რომ ქვეყნის განვითარება შეაფერხო და პარლამენტმა კონსტიტუციური ცვლილებები არ მიიღოს?! ეს ხომ საბოტაჟია?!“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner