logo_geo
eng_logo
ვალერი ასათიანი: სულხანი შეეწირა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს, სხვა პასუხი აქ არ არის!
- +

5 ივლისი. 2016. 19:36


„კულტურათა დიალოგი - XXI"-ის ხელმძღვანელი ვალერი ასათიანი  სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, მოლაშვილი შეეწირა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს.


„მისი გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია წინა ხელისუფლებასთან. მისი აღსრულება უნდა იქცეს ფაშისტური რეჟიმის „ნაციონალების" გასამართლებლად. ეს არის უპატიებელი შეცდომები და ბატონი სულხანის მაგალითი არის ერთ-ერთი იმ მრავალი მაგალითიდან, მაგრამ ყველაზე მძიმე და მტკივნეული.

როგორც ნაციონალური ხროვა მართავდა ქვეყანას, ასეთი რამ არათუ  განმეორდეს, არამედ აზრადაც კი არ უნდა მოუვიდეთ ადამიანებს, რომ ასე იცხოვრონ.

სულხანი შეეწირა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს, სხვა პასუხი აქ არ არის!

მოლაშვილი იყო გამორჩეული პიროვნება, დახვეწილი, განათლებული, ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, რომელსაც ბევრი სიკეთე უნდა მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის",- განაცხადა ასათიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner