logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება - ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისკენაა მიმართული
- +

8 იანვარი. 2021. 11:00

 

 

კონგრესმა დაადასტურა შედეგები. ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება - ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების მშვიდობიანად, დისციპლინირებულად და შეუფერხებლად გადაცემისკენაა მიმართული. ეს მომენტი გაჯანსაღებასა და შერიგებას მოითხოვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„ისევე, როგორც თითოეული ამერიკელი, აღშფოთებული ვარ ძალადობითა და უკანონო ქმედებით. ამერიკა იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა. დემონსტრანტებმა, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს ამერიკული დემოკრატიის ადგილსამყოფელი. მივმართავ მათ, ვინც ამ ძალადობასა და ნგრევაში მონაწილეობდა: თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას, მათ, ვინც კანონი დაარღვია: ამისთვის იზღვევთ. ჩემი კამპანია ზედმიწევნით მისდევდა ყველა იურიდიულ გზას არჩევნების შედეგების გასაჩივრებისთვის. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო ხმის მიცემის მთლიანობის უზრუნველყოფა“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/msoflio/180595/donald-trampi-akhali-administratsiis-inauguratsia-20-ianvars-chatardeba--akhla-chemi-kuradgeba-dzalauplebis-mshvidobianad-gadatsemiskenaa-mimartuli

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner