ავტორი ანა ნონიკაშვილი
საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ მოლაშვილის წამება სააკაშვილის პირადი შურისძიება იყო.
„სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირადი შურისძიება იყო, იმ კოროფციული დასკვნების საპასუხოდ, რომელიც სულხანმა გამოაქვეყნა, როდესაც კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო.
მოლაშვილი არის ტირანიის მსხვერპლი. 2001 წლიდან ჩვენს გვერდით იბრძოდა, ვინაიდან ვიცოდით რეალური სახე სააკაშვილის, თუ რა უბედურებას მოუტანდა ის ქვეყანას. სულხანი ორ სკამზე არ იჯდა. მან უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა ამ დაჯგუფებას და შეეწირა კიდეც", - განაცხადა გოგავამ.