logo_geo
eng_logo
გოჩა კაპანაძე: არ მიყვარს ღალატი, ტყუილი, სიტყვის გატეხა
- +

8 იანვარი. 2021. 11:45

 

 

მსახიობი, რეჟისორი და ცხინვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძე , „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იმ პრინციპებზე საუბრობს რომელსაც არასდროს უღალატებს:

 

„არ მიყვარს ღალატი, ტყუილი, სიტყვის გატეხა. თუ ვინმეს რამეს დავპირდები, უნდა გავაკეთო. სუფთა ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს, მათგან მუდმივად რაღაცას ვსწავლობ. ერთ¬ხელ დედაჩემმა მითხრა, არ უსურვო ადამიანს ის, რაც არ გინდა, შენ გაგიკეთონო. სულ ვცდილობ, ასე მოვიქცე... დღეს საუბედუროდ, გაუხეშდნენ, გაცივდნენ ადამიანები, თითქოს შევეჩვიეთ სიკვდილის¬ გამოცხადებულ ქრონიკას. ჩვეულებრივ სტატისტიკად იქცა ვიღაცის გარდაცვალება, დაგვიჩლუნგდა აღქმისა და ემოციების გამოხატვის¬ უნარი. ყოველდღე კო¬ვიდით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას ვისმენთ, მაგრამ ეს რიცხვები თითქოს მხოლოდ მათემატიკაა და მეტი არაფერი. ეს საშინელებაა! ამ რიცხვების უკან ხომ ადამიანური ტრაგედიები და უდიდესი ტკივილია... არ ვიცი, საით მივექანებით, ან სად მიგვიყვანს ასეთი უგულობა. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც ფასი ჰქონდა დედმამიშვილობას, ნათესაობას, მეზობლობას, მეგობრობას. ასე გავიზარდეთ ყველა. დღეს კი შეიძლება იცხოვრო კორპუსში ისე, რომ მეზობელს არც კი იცნობდე. თუმცა, მე ყველა მეზობელს ვიცნობ და ვცდილობთ, ერთმანეთს რთული პერიოდი გადავატანინოთ. გულღია ადამიანი მეტ ურთიერთობას ითხოვს, ჩაკეტილს კი მხოლოდ საკუთარი პრობლემები აღელვებს, მისთვის ურთიერთობა ზედმეტი ტვირთია.“- ამბობს გოჩა კაპანაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner