logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

8 იანვარი. 2021. 13:05

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 205 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა.

 

რუხის კლინიკაში იმყოფება 66 კოვიდ პაციენტი, მძიმეა შვიდი პაციენტის მდგომარეობა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 38 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 33 ინფიცირებული, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 21 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 31 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

 

რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი.

 

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 90 ადამიანი.

 

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

წყარო:

https://1tv.ge/news/samegrelo-zemo-svanetshi-koronavirusit-inficirebis-31-akhali-shemtkhveva-dafiqsirda-54-pacienti-gamojanmrtelda/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner