გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში თონის საცხობის თანამშრომელი გარდაიცვალა.
imedinews-ის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ის სამუშაო ადგილზე უგონო მდგომარეობაში იპოვა და 112-ში დარეკა.
გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი უცნობია. ცხედრი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო:
https://imedinews.ge/ge/regioni/180632/gurjaanshi-tonis-satskhobis-tanamshromeli-gardatsvlili-ipoves