logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: ბოკერიამ და მისნაირმა ჯალათებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს უნიჭიერესი ქართველი სიკვდილამდე მიეყვანათ!
- +

5 ივლისი. 2016. 20:26


„სულხან მოლაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც თავისი მოწამებრივი სიცოცხლით დაამტკიცა, რომ ღირსება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას", - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნის დროს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.


როგორც ადვოკატმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, ქართველებს მოლაშვილმა კიდევ ერთხელ  დაანახა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე გმირი.


„ნაციონალურმა მოძრაობამ" და პირადად სააკაშვილმა, ბოკერიამ და ამ ჯალათებმა გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს უნიჭიერესი იურისტი, პატრიოტი ქართველი მიეყვანათ სიკვდილამდე, რაზეც აუცილებლად პასუხი უნდა აგონ. მოვუწოდებ პროკურატურას, დროზე დაამთავროს ეს საქმე. დადოს გამოძიების მასალები, სადაც უტყუარი მტკიცებულებები იქნება სულხან მოლაშვილის წამების", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner