ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. ბინები 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.
ბინების გადაცემის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.
„ვაგრძელებთ ეკომიგრანტი ოჯახების ხელშეწყობას, მათი საცხოვრისით უზრუნველყოფას. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ახლადაშენებული ბინები.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა საცხოვრისით. ჩვენი ხელისუფლებისთვის, ქართული ოცნებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს სოციალური პოლიტიკა და თითოეული ეკომიგრანტი ოჯახის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით იცით, რომ დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა და წელსაც ვაპირებთ 100-ზე მეტი ოჯახის უზრუნველყოფას საცხოვრისით“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტში 2016 წლიდან ეკომიგრანტებისთვის აშენდა 4 სოციალური სახლი და 112 ოჯახს გადაეცა ბინა.