logo_geo
eng_logo
ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
- +

8 იანვარი. 2021. 15:09

 

 

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა.

 

სასამართლო პროცესი დისტანციური ფორმატით გაიმართა. პროცესს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი უძღვებოდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მიშა ახლოურს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner