ავტორი ალა გრიგალაშვილი
„საქართველო ეთხოვება საოცარად დიდ კაცს!!!" - განაცხადა მსახიობმა დიმა ჯაიანმა, რომელიც სულხან მოლაშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
„მას ძალიან უყვარდა საქართველო. საქართველო მას სწორად არ მოეპყრო... ეს არის, საუბედუროდ, ის წლები, როდესაც ისეთი ადამიანები მართავდნენ ქვეყანას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში არ უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ მოხდა, მოხდა და ამ გაუგებრობაში მოხვდა სულხან მოლაშვილიც. მე მაინც მგონია, რომ საქართველო არ დაივიწყებს სულხანისნაირ ადამიანებს და მითუმეტეს სულხან მოლაშვილს..." - განუცხადა „რეპორტიორს" ჯაიანმა.