-
+
8 იანვარი. 2021. 16:10
სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს, რომელსაც კორონავირუსი 5 იანვარს დაუდასტურდა, დაავადების მძიმე ფორმა განუვითარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„პრეზიდენტ არმენს სარგსიანს, რომელიც თვითიზიზოლაციაში იმყოფება კორონავირუსით ინფიცირების გამო, დაავადების მძიმე ფორმა განუვითარდა. მას ყველა ის სიმპტომი აქვს, რაც დაავადების ამ ფორმისთვისაა დამახასიათებელი. იგი მკურნალობას ექიმების დაკვირვების ქვეშ განაგრძობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 161 415 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 908 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 147 961.
წყარო:
https://imedinews.ge/ge/covid19/180661/somkhetis-prezidents-koronavirusis-daavadebis-mdzime-porma-ganuvitarda