logo_geo
eng_logo
ჯონ კერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
- +

5 ივლისი. 2016. 21:05


6 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით  ეწვევა ამერიკის სახელმწიფო მდივანი  ჯონ კერი.


14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის.  შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი  და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.


15.30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner