logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ისევ ნინო ანანიაშვილი!
- +

8 იანვარი. 2021. 17:51

 

 

ისევ ნინო ანანიაშვილი!

 

ისევ მისი ლანძღვა და მორალური ჩაქოლვის მცდელობა...

 

ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს ეს "სპექტაკლი". გავიარეთ, ოვაციების გარეშე. მაშინ მიზეზი მისი პოლიტიკოსი ქმარი იყო. ახლა... ისევ რუსეთი, ამჯერად ნოვოსიბირსკია!!!!!

 

სამარცხვინოა ეს ვაკჰანალია!

 

დღევანდელი სათქმელი ადრეც ნათქვამი გვაქვს, ქვემოთ მოტანილ, ზუსტად ორი წლის წინანდელ წერილში. თავის დროზე ზურაბს გამოვეხმაურე, ლომიძეს, ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილ გენდირექტორს. მხოლოდ ის და მე საჯაროდ გადავეფარეთ "ლანძღვის ობიექტს".

 

მაშინ, არცერთი მათგანს, ვინც ახლა ნინოს ქვებს გამეტებით ესვრის, თავი არ შეუწუხებია მისი დაცვისთვის. პოლიტიკური რეალობა, (მათთვის არასახარბიელო), მაშინ ისეთი იყო, რომ ხმაგაკმენდილი იყვნენ ჩირგვებში გასუსულნი. ასე იციან, დახვეწილი აქვთ ეს "პოზიცია"...

 

ახლაც იგივე ვითარებაა. ოღონდ, როლები შეიცვალ ... ბარიკადებზე.

 

აბსოლუტური იდიოტიზმი!

 

და მედროშეებად ვინ დგანან წინა რიგებში?

 

ღმერთო დამიფარე. ყველა მათგანს ველოდი, ერთის გარდა... ნათლიმამას არა და არა!!!!

 

იმას, ვისაც თავის დროზე "პიონერთა" სასახლის "ჩუქება" უნდოდა მისთვის. და კიდევ ერთი ქალბატონისთვის... ახლაც ჩუქნის ორივეს, ოღონდ ტყვიას კი  არა... ბოღმას!

 

ვაჰ, დრონი დრონი!

 

ქვემოთ მოტანილი პუბლიკაცია ორ ნაწილიანია: ჩემი ტკივილი და ზურაბ ლომიძის ძალიან აზრიანი, ფიქრიანი, ტკივილიანი შეძახილი.

 

მართლაც, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი?!

 

https://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=89283&fbclid=IwAR25s_hBRjNCAVzRSPfBSdr1tk_XFRqrKYGw4Ena_M4PLr-2YUb1d2HmM94

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner