logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: "როცა გინდა, ჯოხიც დამკარ, ვინ გიშლის, ტყავიც გამძვრეს, გულს ნუ მატკენ, ოღონდ!"
- +

8 იანვარი. 2021. 20:07

 

"როცა გინდა, ჯოხიც დამკარ, ვინ გიშლის,

ტყავიც გამძვრეს, გულს ნუ მატკენ, ოღონდ!"

 

 

თავმდაბლობის წესი უნდა დავარღვიო.

ხარის წელიაო, ხარის!

 

 

ჰოდა, წიქარა სწორედაც რომ დიდ ხარად გაიზრდება...

 

 

საინტერესო დეტალია: ორი ლექსი აქვს ჩემს უსაყვარლეს და ახლო მეგობარს, მორის ფოცხიშვილს, ჩემთვის მოძღვნილი.

 

 

ერთი "ნადირობა" (... აფრინდება და ფრი!..) და მეორე ეს "წიქარა".

 

 

ერთ წიგნში ორივეს გამოქვეყნება რაღაც უხერხულად ჩანდა და რჩევა მკითხა, ამჯერად რომელიმე ერთი მიძღვნა დავტოვოთ, შემდგომ გამოცემაში კი მეორე გამოვაქვეყნოთო...

 

 

"წიქარა" ავირჩიე იმის იმედით, რომ "ნადირობა" ვერსად "გამექცეოდა". ამ არჩევან-პრიორიტეტსაც თავისი მიზეზი ჰქონდა (ამაზეც, სხვა დროს).

 

 

ჰოდა, შემდგომი გამოცემის დრო გაჭიანურდა, ყოველდღიურ ფაციფუცში ეს "პირობაც" გადაგვავიწყდა და... ასე დავრჩი "ნადირობის" გარეშე. მერე, როცა "აფრინდება და... ფრი!"- სიმღერაში აჟღერდა, მოვითხოვე "საკუთრების" უფლების აღდგენა და ჩემმა მორისმა ხელნაწერის სახით (სათანადო ავტოგრაფით) ეს ამბავი დაადასტურა.. ამ "დოკუმენტსაც" გავასჯაროებ "მწყერის" წელი რომ დადგება...

 

 

მანამდე კი ამ ლექსს გაეცანით.

 

 

როგორც მორისი მეფიცება "მარადიულ ერთგულებას", ასეთივე სიყვარულით და უღალატობით ვპასუხობ მთელი ცხოვრება ხსოვნას იმ კაცისას, რომელიც იყო უნაღდესი პოეტი, საზოგადო მოღვაწე, უწესიერესი, უკეთილშობილესი და თბილი ადამიანი...

 

 

მორისი, რომელიც განისვენებს მცხეთის დედათა მონასტრის ეზოში, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის, ჩვენი გოდერძი ჩოხელის, მამა გაბრიელის და სხვა ღირსეული მამულიშვილების გვერდით, დღესაც განაგრძობს სამშობლოსათვის მსახურებას, არა მარტო ულამაზესი პოეზიით, არამედ მის მიერ დატოვებული ფანტასტური ოჯახით, მის მიერ  აღრდილი დიდებული შვილებით, რომლებიც მამასავით თავმდაბალნი, უნიჭიერესები და საზოგადო საქმისთვის თავდადებულნი არიან; უხმაუროდ და ღირსეულად ემსახურებიან სამშობლოს და ზოგიერთი პოეტის უმადური და უტიფარი ნაშიერივით არ "აუკლიათ" ქვეყანა...

 

 

ხარის, უაღრესად თამდაბალი და დაუღალავი მშრომელი არსების წლის დადგომას გილოცავთ, მეგობრებო!

right_banner right_banner
არქივი
right_banner