მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე სულხან მოლაშვილს წინა ხელისუფლების სისტემის მსხვერპლს უწოდებს. ამის შესახებ ბურჭულაძემ კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.
„25 წელია ვერ ვეღირსეთ სამართლიან სასამართლოს, 25 წელია ხდება ერთი და იგივე. მოლაშვილი სისტემის მსხვერპლია, გირგვლიანი სისტემის მსხვერპლია, ვისაც მურუსიძემ მოუწერა ხელი განაჩენზე!" - განაცხადა ბურჭულაძემ.