logo_geo
eng_logo
„არ დაგავიწყდეთ, რომ მე უკვე ანარხისტი ვარ!“ - გელა ზედელაშვილის “პოლიტიკური ნოველა”
- +

9 იანვარი. 2021. 02:40

 

ანარხისტი შალალო

პოლიტიკური ნოველა

 

მან თვალები დახუჭა, რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, შემდეგ ამოიხვნეშა, ხვნეშას რვა წლის განმავლობაში დაგროვილი დარდი ამოაყოლა, გადაცემის ჩასუქებულ წამყვანს ნაღვლიანი თვალებით გადახედა და დაიწყო:

– იცით... რაღა დაგიმალოთ და ეხლა მე ანარხისტი ვარ, ჩემო ქალბატონო!

– ბატონო შალალო... ადრე უფრო დიდი უბედურება არ იყავით?! – გადმოკარკლა თვალები წამყვანმა, თან ლოყები აუღაჟღაჟდა.

– ჰმ... ადრე ფედერალისტი ვიყავი.

– ეგრეც მახსოვდა... თუმცა მე მინდა გკითხოთ, ანუ თქვენთან შეკითხვით გადმოვიდე, ფედერალისტი იგივე ლეიბორისტს ნიშნავს, ხო?

– დაახლოებით იგივეა, მაგრამ არის მცირეოდენი განსხვავებაც.

– ვერ ვხვდები, რა განსხვავება უნდა იყოს!

– ლეიბორისტებში ბევრნი ვიყავით, ფედერალისტებში მარტო მე და გუგავა დავრჩით.

– ეგ რომელია, ყველგან როა!

– დიაც, ეს ის ლეგენდარული გუგავაა, მე რომ გადმოვაყუდე მეტეხიდან და განვაცხადე, აწი სადმე უთოც რომ გაგიფუჭდეთ, გამოიძახეთ-მეთქი.

– ჰო, მაგრამ სუ ვიძახებ და არ მოდის, თქვენც მოგვატყუეთ, ბატონო შალალო!

– მე მოგატყუეთ?!

– მოგვატყუეთ... ნუ, როგორ გითხრათ... გუგავას ჭრილში არ გამოგივიდათ მთლად კონსენსუნსური ნარატივი.

– ჰმ... აგერჩიეთ, დალოცვილებო, ჩაგებარებინათ ქვეყანა ანარხისტებისთვინ და გუგავა თქვენ სასთუმალთან დაისადგურებდა, ჩემო ქალბატონო!

ქალბატონი წამყვანი ჩაფიქრდა... რაც გულში გაივლო, იმას მიკროფონთან ვერაფრთისდიდებით ვერ იტყოდა, ისედაც გადარეულ ანარხისტს უფრო ვერ გააღიზიანებდა. მაინც რა გაიფიქრა, რას ვერ იტყოდა ქალბატონი წამყვანი, ნეტავ რას მოერიდა! მან წარმოიდგინა, როგორ გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანარხისტი შალალო, როგორ გადაიბარა თვლით ძალაუფლება და როგორ ჩაიმუხლა მის სასთუმალთან გუგავამ. ჰოდა, იმ წამსვე გაიელვა მის გულში წინაპართაგან ნასროლმა სიტყვებმა: „უიმეეეე... დაგწყევლოთ მამალმა ეშმაკმა!“

– ქალბატონო წამყვანო, რა გჭირთ, ისევ გამოშტერდით?! – გაისმა წამყვანის ყურში პროდიუსერის ჭყვიტინა ხმა.

– აჰ, ხო, მე მინდა ბატონო შალალო, რომა... პირდაპირ გადმოვიდე თქვენთან ალავერდს კი არა და... შეკითხვით გადმოვიდე და... დაგისვათ ეს შეკითხვა მაგიდაზე ძალიან გთხოვთ, გულწრფელად მიპასუხოთ, – ათუხთუხდა ისევ ჩათქვირებული წამყვანი, შეკითხვის დასმის დროს ხელებსა და ფეხებს თითქმის ერთ დონეზე პარჭყავდა.

– შე ბოზო, მე ყოველთვის გულწრფელი ვიყავი, ვარ და ვიქნები, ანარხიზმში უფრო მეტი გულწრფელობაა, ვიდრე ლეიბორიზმსა და ფედერალიზმში, აზრზე ხარ?! – რა თქვით? – გაშეშდა ლამის ჰაერში შემხტარი წამყვანი.

– უკაცრავად, არაფერი, – შალალოს ალმური აუვიდა სახეზე, მიხვდა, რომ მაგრად მიჰქარა.

– არა, როგორ თქვით... შე ბოზოვო?

– მაპატიეთ, არ მინდოდა, ასე რომ გამოსულიყო, ხო იცით, ნატანჯი კაცი ვარ, 30 წელიწადია ქუჩაში ვიბრძვი სამართლიანობითვინ, მანამდე კომუნისტებსა ვყავდი დამწყვდეული პროკურატურაში, ლამის სული ამომხადეს... ნერვები მღალატობს ხოლმე, – გადავიდა თავის მართლებაზე შალალო.

– არა, ისე ლამაზადა სთქვით, შე ბოზოვო, გამიკვირდა.

– მართლა ლამაზადა ვსთქვი?

– ძალიან... თანაც საყვარლად.

– სხვათა შორის, მე ინტიმურ საკითხებზეც მაქვს სალაპარაკო თქვენთან...

– ბატონო შალალო, დღეს მაოცებთ, არაფერი შეგეშალოთ, პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს, გადაიღონ, გადმოიღონ, გაავრცელონ, სულ ფეხებზე მკიდია!

– კარგი, დამშვიდდით, გეთანხმებით, მეც მიღებდნენ, მაწამებდნენ, განმიკითხავდნენ, მიყალბებდნენ, ჯვარზე მაკრავდნენ, მაგრამ მტრების ჯინაზე მაინც მაგრათა ვარ!

– კაცი რო პრემიერ-მინისტრი ვერ გახდები, ეგ არი მაგრად ყოფნა?

– კარგი შეკითხვაა, ვაფასებ თქვენ ნიჭსა და გაქანებას... მე უკვე ათასჯერ ვიყავ ამ ქვეყნის პრემიერი საკუთარ თავში. ბიძინა ივანიშვილი არ მაღიარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიყავი. ვიყავი, დიახაც, ვიყავი და კვლავაც მრავალჯერ ვიქნები!

– ჩვენ რატომ ვერ ვიგრძენით?

– იმიტომ, რომ ქვეყანას არ მანდობთ!

– ააა... აი, თურმე რაში ყოფილა საქმე.

– ბიძინა ივანიშვილი დუხებით რომ ვაჭრობდა, მე მაშინ ვიყავი პრემიერი!

– უი, ეგ როდის იყო?

– ედიკას დროსა!

– იცით, რას გეტყვით? ადამიანი ჯერ საკუთარ თავში უნდა იყო პრემიერი, მერე ოჯახში, ბოლოს კი ქვეყანაში. ორივე ვარიანტში ვიყავი და ვარ, ქვეყანას თუ არ მანდობთ კიდე, მოგიტ...ანთ დედის ტრაკი!

– ჰი, ჰი, ჰი... აი, ეს არი ექსკლუზიური სკანდალი!

– ესეც გესიამოვნა?

– ნუ, როგორ გითხრათ, ბატონო შალალო, ასეთი სექსუალური არასდროს ყოფილხართ პირდაპირ ეთერში. მოდით, შორს ნუღარ წავალთ, აქვე გამიმხილეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ... პარლამენტში არ შედიხართ, ფული გინდათ, დაფინანსებაზე უარს არ იძახით... ესე იგი, თუ მუშაობაზე „ატკაზს“ არტყამთ, ფული რაღა საჭიროა?

– ფული ყოველთვინ საჭიროა, ვენაცვალე მაგის გამჩენ-დამაარსებელსა, დამხატავ-გამფერადებელსა, ვისაც ფული არ უყვარს, ის ადამიანი არ არი. გული მიკვდება, როცა ბიძინა ივანიშვილის მილიარდებ მილიონები ემატება, ჩემ მილიონებ კიდე ათასები აკლდება. ვინ არ ეგა მთელი საქართველო ჯიბეში რო ჩაიდო და სწუწნის?!

– ეხლა ფულის სიყვარულს მაინც ნუღა მასწავლით, რაც ვიცი, ვიცი, ეგ საგანი უძალიანმაგრესად მაქ ათვისებული!

– ჰო, კარქი, მაგ საკითხში არ გედავები, ფულის სუნსა ჩემსავით მაგრათა ჰგრძნობ და განა ეს ცუდია? მარტო ოლიგარქი უნდა ჰგრძნობდეს? მარტო იმას უნდა? ჩვენ რა, ფეტვი გვირევია? არ შევარჩენთ, დავამხობთ, გავაგდებთ, გავაძევებთ, მოვკლავთ, ჩამოვახრჩობთ!

– ღმერთო ჩემო, რა სისასტიკეა!

– როდესაც ოლიგარქი მოდის, ყოველღამე გარბევს, გვწამს, გცემს, გკუწავს, ჭრილობებზე მარილს გაყრის, გაუპატიურებს, რა უნდა უყო, არ გააძევებ? არ მოიშორებ?!

– აი, ეხლა ჩემი საკუთარი გული გადავიღეღე, შიგ ჩავიხედე, ბატონო შალალო და ვფიქრობ, ნუთუ ბიძინა ივანიშვილი ეგეთი დაუნდობელია?

– იცი, ეგ როგორ გამდიდრდა? ადამიანის ხორცი გაჰქონდა კონგოში, აბარებდა და იმდენსაც არ ნამუსიანობდა, რო ფული საქართველოში შემეეტანა, რაღაც უცნაურ ზონაში გაჰქონდა, სადაც ფული არი, მაგრამ არ არი.

– ააა... შენგენის ზონა, ხო?

– არა, მგონი ოფშორს ეძახიან... შორს ჩემგან ეგეთი რაღაცები, თუ ფულის გატანა გინდა ოჯახიდან, შე კაი დედმამიშვილო, ადექი და ახლობელს ასესხე, მიაპროცენტე, რაღა კონგოელ უმართამ ხელსა? მემრე იტყვიან, ქველმოქმედიაო, მეცენატიაო, კარქით, რააა, ამოიდა ყელში!

– რაღა დაგიმალოთ და... მე ერთი ქველმოქმედი ვიცი.

– დიდი მადლობა.

– თქვენ არ გგულისხმობთ.

– აბა, ვინ არის ამ ქვეყანაში სხვა დიდი მეცენატი და აღმაშენებელი? განა მე არ მოვუტანე მოსახლეობას ათეულობით მილიარდი მოგება, როცა უფასო განათლება, უფასო სამედიცინო მომსახურება და უფასო სასწრაფო დახმარება უზრუნველვყავი? საბავშვო ბაღები უფასო როა, განა გუგავას დამსახურება არ არი? ვინ არი ბიძინა ივანიშვილი? ვაჩვენებ მაგას სეირსა, ყველა ხეს მიიტანს იქ, საიდანაც წამოიღო, არ ვაპატიებ!

– რას ამბობთ, ბატონო შალალო, დენდროლოგიური პარკი უნდა დააშლევინოთ ბატონ ბიძინას?

– არავითარი დენდოროლოგიური ეგ არ არი... მანდ გააკეთა კოღსაშენი, გამოუშვებს დავირუსებულ კოღოებსა, დაავადდება ამოდონა ხალხი, გაჰყიდის წამლებსა, ნახამს მოგებასა, დაჰხარჯამს მოგების ერთ პროცენტსა და იძახიან, დიდება ქველმოქმედსაო. ჰი, ჰი, ჰი... ეგ რანაირი ქველმოქმედებაა?!

– იცოდეთ, ეგ უძალიანესად უსერიოზულესი ბრალდებაა.

– უსერიოზულესი როა, ამიტომ უნდა ვამხილო!

– ბატონო შალალო, ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, ეხლა სახლში წახვალთ თუ სადმე უნდა გადაუხვიოთ?

– ჯერ არ ვიცი... საერთოდ, ამ დროს სოლოლაკში ავივლი ხოლმე სტვენით, არ მინდა, იმ კაცმა მშვიდად დაიძინოს?

– ავი ენები ამბობენ, „სპალნის“ კედლებზე „გიფსო-კარდონები“ აქ აკრული, გარედან ხმა საერთოდ არ შედისო.

– ჰმ... ესე იგი, ტყუილად ვიპრიწები?!

– არ ვიცი, ეგრე ამბობენ... ბატონო შალალო, უნდა დეგემშვიდობოთ, თუ სახლში წახვალთ, უკეთესი იქნება.

– კარქი, ჩემო ქალბატონო... არ დაგავიწყდეთ, რომ მე უკვე ანარხისტი ვარ!

– აჰ, ხო... ადრე რომელი უბედურება იყავით?

– ადრე ფედერალისტი ვიყავი.

 

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა

გელა ზედელაშვილმა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner