მექსიკის ქალაქ სელაიაში სროლის ხმა ისმოდა, სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ სახლზე განხორციელდა, სადაც მიცვალებულს წესს უგებდნენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს მექსიკაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ძალადობის აქტია. ქალაქი სელაია გუანახუატოს შტატში მდებარეობს, სადაც რამდენიმე ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებს.