logo_geo
eng_logo
მექსიკაში თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა
- +

9 იანვარი. 2021. 10:40

 

 

მექსიკის ქალაქ სელაიაში სროლის ხმა ისმოდა, სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ სახლზე განხორციელდა, სადაც მიცვალებულს წესს უგებდნენ.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს მექსიკაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ძალადობის აქტია. ქალაქი სელაია გუანახუატოს შტატში მდებარეობს, სადაც რამდენიმე ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner