ავტორი მარიამ პაიჭაძე
მომღერალმა ზურაბ დოიჯაშვილმა სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მოლაშვილის გარდაცვალებამ ძალიან დასწყვიტა გული. აქვე დასძენს, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომლებაც მის წამებაში მონაწილეობა მიიღეს.
„სულხან მოლაშვილი იყო ნამდვილი ქართველი, ქალაქელი ადამიანი, რომლის გარდაცვალებამ ძალიან დამწყვიტა გული. სამწუხაროა, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი ასე წავიდა. ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ მოკლეს. ის იყო წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლი და ის ხალხი, ვინც მის წამებაში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯოს", - განაცხადა ზურაბ დოიჯაშვილმა.