logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: როგორ გავატარეთ დღესასწაულები და ვიცავდით თუ არა რეგულაციებს, უფრო ზუსტად 12-14 იანვარს გამოჩნდება
- +

9 იანვარი. 2021. 12:50

 

 

„როგორ გავატარეთ დღესასწაულები და ვიცავდით თუ არა რეგულაციებს, უფრო ზუსტად 12-14 იანვარს გამოჩნდება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

„ეპიდვითარების გარკვეული სტაბილიზაცია ნამდვილად ფიქსირდება. იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, გუშინ 18 000-ზე მეტი ადამიანი გაიტესტა და მხოლოდ 2 000 დადებითი პასუხი მივიღეთ. ესეც მიგვანიშნებს, რომ ვირუსის გავრცელება აშკარად შემცირებულია, თუმცა, ყოველდღიურად 1500-2000 შემთხვევა მაინც ბევრია. როგორ გავატარეთ დღესასწაულები და ვიცავდით თუ არა რეგულაციებს, უფრო ზუსტად 12-14 იანვარს გამოჩნდება. ამ დღეებში დაფიქსირებული მიმართვიანობა და ინფიცირებულთა რიცხვი გვაჩვენებს, როგორი იქნება პროგნოზები“, - განაცხადა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner