-
+
9 იანვარი. 2021. 13:07
Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 57%-ს დონალდ ტრამპის ვადაზე ადრე გადადგომა სურს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70 პროცენტი 6 იანვარს, კაპიტოლიუმში მომხდარი მოვლენების მიმართ, დონალდ ტრამპის ქცევას არ იწონებს.
გარდა ამისა, Reuters აღნიშნავს, რომ ათიდან შვიდი ამომრჩეველი, რომლებმაც 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ტრამპს მისცა, მას უნდობლობას უცხადებს და 6 იანვარს მის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო აღშფოთებას გამოხატავს.
წყარო :