logo_geo
eng_logo
ამერიკელების 57% ტრამპის ვადაზე ადრე გადადგომას ითხოვს
- +

9 იანვარი. 2021. 13:07

 

 

Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 57%-ს დონალდ ტრამპის ვადაზე ადრე გადადგომა სურს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70 პროცენტი 6 იანვარს, კაპიტოლიუმში მომხდარი მოვლენების მიმართ, დონალდ ტრამპის ქცევას არ იწონებს.

 

გარდა ამისა, Reuters აღნიშნავს, რომ ათიდან შვიდი ამომრჩეველი, რომლებმაც 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ტრამპს მისცა, მას უნდობლობას უცხადებს და 6 იანვარს მის მიერ განხორციელებული ქმედებების  გამო აღშფოთებას გამოხატავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner