logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ახალი პრეპარატი კოვიდის შემთხვევაში, ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება
- +

9 იანვარი. 2021. 13:18

 

 

 

„ახალ პრეპარატს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და კოვიდის შემთხვევაში, ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დაავადების დასაწყისში ადამიანი თუ ამ პრეპარატს მიიღებს, არათუ აღარ განვითარდება ორგანიზმში ეს დაავადება, არამედ გადამდები აღარ იქნება.

 

„ახალ პრეპარატს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და კოვიდის შემთხვევაში, ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება. ამ პრეპარატს გამოაჩნდა თვისება, რომ ვირუსის გამრავლება შეწყვიტოს, აქედან გამომდინარე, დაავადების დასაწყისში ადამიანი თუ ამ პრეპარატს მიიღებს, არათუ აღარ განვითარდება ორგანიზმში ეს დაავადება, არამედ გადამდები აღარ იქნება. ეს იქნება ნამდვილად უდიდესი გარღვევა და ზაფხულისთვის იმედია, ეს კვლევები მორჩება. ვაქცინასთან ერთად შემდგომ ამ წამლის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner