„ახალ პრეპარატს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და კოვიდის შემთხვევაში, ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაავადების დასაწყისში ადამიანი თუ ამ პრეპარატს მიიღებს, არათუ აღარ განვითარდება ორგანიზმში ეს დაავადება, არამედ გადამდები აღარ იქნება.
„ახალ პრეპარატს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და კოვიდის შემთხვევაში, ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება. ამ პრეპარატს გამოაჩნდა თვისება, რომ ვირუსის გამრავლება შეწყვიტოს, აქედან გამომდინარე, დაავადების დასაწყისში ადამიანი თუ ამ პრეპარატს მიიღებს, არათუ აღარ განვითარდება ორგანიზმში ეს დაავადება, არამედ გადამდები აღარ იქნება. ეს იქნება ნამდვილად უდიდესი გარღვევა და ზაფხულისთვის იმედია, ეს კვლევები მორჩება. ვაქცინასთან ერთად შემდგომ ამ წამლის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა იმნაძემ.