logo_geo
eng_logo
ზაზა ოქუაშვილი: ეს არის სამართლის აღგენა!
- +

16 თებერვალი. 2016. 16:40



„ეს არის სამართლის აღგენა, მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს", - ამ განცხადებას „ომეგა ჯგუფის" და ტელეკომპანია „იბერიის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი პროკურატურის დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აკეთებს. ოქუაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ 12 წლის შემდგე ძალიან რთული საქმე გამოიძია.


„ყველასთვის ეს არის დადებითი მოვლენა, იმიტომ, რომ ეს არის სამართლის აღდგენა. რაც ყველაზე დადებითია, მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს როგორც სამართლის აღდგენაში, ასევე, დარწმუნებული ვარ, ყველა დანარჩენში, როგორც მე ვუყურებ და ყველა ხედავს. მივესალმები ამ ფაქტს. იმედია, რომ ბევრ სხვა დაჩაგრულს და არასამართლიან მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანს მოუწევს ასეთი დღე და სამართლის აღდგენა.


ოქრუაშვილის დროს დაიწყო შემოსვლა, მაგრამ ჩვენ ერთი წელიწადი ვიყავით ამ პროცესში. ერთი წელიწადი იდგა ჯარი „იბერიაში". ოქრუაშვილი მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისში იყო და შემდეგ ადეიშვილი მოვიდა", - განაცხადა ოქუაშვილმა.


პროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნილად გამოაცხადა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner