logo_geo
eng_logo
დავით თარხან-მოურავი:„ნაციონალური მოძრაობა“ იყო რეჟიმი, რომელიც ადამიანებს აწამებდა!
- +

5 ივლისი. 2016. 21:23


„სულხან მოლაშვილი არის ის კაცი, რომელიც  სააკაშვილის ხელისუფლებამ აწამა",- განუცხადა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა „რეპორტიორს" სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნის დროს.



„მიხეილ სააკაშვილი პირადად იყო ჩართული მოლაშვილის წამების საქმეში. ის იყო  თავის გუნდის წევრებთან ერთად ორგანიზატორი. ეს არის მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი ადამიანებს აწამებდა",- განაცხადა თარხან-მოურავმა.

 

თარხან-მოურავმა ასევე აღნიშნა, რომ  მოლაშვილი ვინც აწამა, ყველამ იცოდა, მაგრამ ის ადამიანები არ არიან დასჯილები.


„თავად მოლაშვილიც ასახელებდა იმ ხალხს, ვინც ის აწამა, საზოგადოებამაც იცოდა. რატომ არ არიან დასჯილი? იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ საერთოდ არავინ არ დასაჯა. ის მოლოდინი, რაც ხალხს ჰქონდა და დანაპირები, რაც ხელისუფლებამ არჩევნების წინ მისცა ხალხს, არ აღასრულეს, მაგრამ მოლაშვილის წამებაში მონაწილე ხალხი აუცილებლად უნდა დაისაჯოს",- განაცხადა თარხან-მოურავმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner