logo_geo
eng_logo
ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა
- +

9 იანვარი. 2021. 15:38

 

 

 

ინდონეზიაში Boeing 737-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ავიაკომპანია „Sriwijaya Air“-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჯაკარტადან ქალაქ პონტიანაკის მიმართულებით მიფრინავდა დაახლოებით 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან 4 წუთის შემდეგ გაქრა.

 

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ბოლოს კუნძულ იავასთან, იავის ზღვის აკვატორიის თავზე დააფიქსირეს.

 

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner