logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა
- +

9 იანვარი. 2021. 19:20

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 89 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 89 016 696 შემთხვევა გამოვლინდა, 1 916 357 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 49 522 958 - გამოჯანმრთელდა.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 21 872 875 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 368 953 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner