ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 89 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 89 016 696 შემთხვევა გამოვლინდა, 1 916 357 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 49 522 958 - გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 21 872 875 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 368 953 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.