logo_geo
eng_logo
რუსეთში სამთო-სათხილამურო კომპლექსის ტერიტორიაზე ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა
- +

9 იანვარი. 2021. 19:27

 

რუსეთის ქალაქ ნორილსკში, სამთო-სათხილამურო კომპლექსის ტერიტორიაზე ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

 

გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი 2 წლამდე ბავშვია, 14 წლის მოზარდი კი რეანიმაციაშია გადაყვანილი. ზვავმა რამდენიმე ნაგებობა მოიყოლა. 3 მეტრის სიმაღლის თოვლით დაიფარა 600 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner