logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანი სომხეთს პროვოკაციების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს
- +

9 იანვარი. 2021. 20:36

 

 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისა და პროვოკაციების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

 

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ოპერაციის შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ სომხეთის ოკუპაციისაგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე განზრახ განლაგებული 62 სომეხი ტერორისტულ-დივერსიული ჯგუფი დააკავეს.

 

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სომხურმა დივერსიულმა ჯგუფმა აზერბაიჯანის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმები განახორციელა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner