logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლება, ბოკერია ციხეში იჯდებოდა დღეს!
- +

5 ივლისი. 2016. 21:26


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა  კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნისას განაცხადა, რომ მოლაშვილის  წამებაში დამნაშვეები რატომ არ არიან დასჯილები, „ქართულ ოცნებას" უნდა ვკითხოთ.



„ქართულ ოცნებას" უნდა ვკითხოთ, რატომ არ არიან დამნაშავეები დასჯილები. მათ ოთხი წლის მანძილზე არაფერი არ გააკეთეს, რომ დამნაშავეები დასჯილიყვნენ.

სულხან მოლაშვილი ღიად ასახელებდა ყველა იმ ადამიანის გვარს, ვინც დაგეგმა მისი წამება და განახორციელა. მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლება, ბოკერია ციხეში იჯდებოდა დღეს!

სამართლიანი ქვეყანა უნდა ავაშენოთ. სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყანა იმას ნიშნავს, რომ დამნაშავე უნდა დასაჯო", - განაცხადა ინაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner