logo_geo
eng_logo
ესპანეთში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
- +

9 იანვარი. 2021. 22:04

 

ესპანეთში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. შტორმმა ფილომენამ და დიდთოვლობამ ტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა. დაიხურა მადრიდის აეროპორტი.

 

დიდთოვლობის გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ გზებზე მანქანებით ბლოკირებული ასობით ადამიანის დასახმარებლად სამხედროები გაგზავნა.

 

მედიის ცნობით, ესპანეთში შტორმ ფილომენას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მადრიდში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა.

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე მარლასკას განცხადებით, ესპანეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმია. მთავრობა მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner