logo_geo
eng_logo
ელენე თევდორაძე: ადეიშვილმა მითხრა, როგორ გაბედე და თქვი, რომ მოლაშვილი პოლიტპატიმარიაო!
- +

5 ივლისი. 2016. 21:31


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, როდესაც სულხან მოლაშვილი დააპატიმრეს, იგი პირველი ადამიანი იყო, ვინც სულხან მოლაშვილს ციხეში შეხვდა და ესაუბრა.


თევდორაძე „ტვ პირველის" ეთერში სულხანთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი სასტიკად წინააღმდეგნი იყვნენ, რომ სულხან მოლაშვილს პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქონოდა.


 „პირველი ვინც შეხვდა მოლაშვილს ვიყავი მე. სადღაც ორ საათზე მეტხანს ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ სადღაც ჩემი ბრალიც იყო, რომ ის მეხუთე იზოლატორში გადაიყვანეს.

სულხან მოლაშვილს ციხის საავადმყოფოში შევხვდი და მასთან საუბრის მერე მივედი პრეზიდენტთან­სააკაშვილთან და ვესაუბრე. ვუთხარი, დარღვევების შესახებ, რაც მოვისმინე სულხან მოლაშვილისგან. ვუთხარი­პოლიტიკური სუნი ასდის ამ ყველაფერს. მიშამ მითხრა, მიდი ადეიშვილთან, გელოდებაო. ადეიშვილი, დიდი ხნის განმავლობაში არ მიღებდა. როცა მიმიღო მითხრა­როგორ გაბედეთ და თქვით, რომ სულხან მოლაშვილი პოლიტიკური პატიმარიაო. ამის შემდეგ სულხან მოლაშვილი გადაიყვანეს მეხუთე იზოლატორში", - აცხადებს თევდორაძე


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner