აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამომავლოდ საკუთარი სოციალური მედია პლატფორმის შექმნას გეგმავს.
მას შემდეგ, რაც „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის პირადი ანგარიში დაბლოკა, აშშ-ის პრეზიდენტმა სამთავრობო გვერდზე (@POTUS) ოფიციალური განცხადება განათავსა, რომელშიც აღნიშნა, რომ „ტვიტერი“ სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.
„უახლოეს მომავალში საკუთარი ონლაინ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას განვიხილავთ. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ! „ტვიტერის“ სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ მისი განთავსებიდან რამდენიმე წუთში წაშალა.