logo_geo
eng_logo
ტრამპი საკუთარი სოციალური მედია პლატფორმის შექმნას გეგმავს
- +

9 იანვარი. 2021. 23:29

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამომავლოდ საკუთარი სოციალური მედია პლატფორმის შექმნას გეგმავს.

 

მას შემდეგ, რაც „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის პირადი ანგარიში დაბლოკა, აშშ-ის პრეზიდენტმა სამთავრობო გვერდზე (@POTUS) ოფიციალური განცხადება განათავსა, რომელშიც აღნიშნა, რომ „ტვიტერი“ სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.

 

„უახლოეს მომავალში საკუთარი ონლაინ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას განვიხილავთ. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ! „ტვიტერის“ სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ მისი განთავსებიდან რამდენიმე წუთში წაშალა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner