საბერძნეთში ლოკდაუნი 18 იანვრამდე გახანგრძლივდა. ერთად-ერთი სიახლე ისაა, რომ 11 იანვრიდან იხსნება საბავშვო ბაღები და სკოლა დაწყებითი კლასებისთვის. ამის შესახებ Ekathimerini წერს.
საბერძნეთში ლოკდაუნი 3 დეკემბერს 11 იანვრამდე გახანგრძლივდა. აიკრძალა ნადირობა, თევზაობა, დაიხურა კომერციული მაღაზიები, სალონები.
ამასთან, 4 დეკემბერს საბერძნეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც სამშობლოში ბრიტანეთიდან დაბრუნებულ 4 ადამიანს დაუდასტურდა.
4 იანვრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსის 140 099 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ვირუსს 4 957 ადამიანი ემსხვერპლა.