შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ახმეტაში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლით დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.
მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
ახმეტაში, რამდენიმე საათის წინ ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში 1990 წელს დაბადებული ვ.კ. დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ ახმეტის საავადმყოფოში, შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.