-
+
10 იანვარი. 2021. 01:55
მსოფლიოში COVID19-ით ბოლო 24 საათში 800 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა, ინფორმაციას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.
ახალი შემთხვევების 55% ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გამოვლინდა (441 723), მეორე ადგილზეა ევროპის რეგიონი (273 942), ხოლო მესამეზე აფრიკა (30 961).
ამასთან ბოლო 24 საათში დაიღუპა 15,4 ათასი ადამიანი. პანდემიის დასაწყისიდან კი 1,9 მილიონი.
COVID19-ის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აშშ-შია (21 447 670), მეორეა ინდოეთი (10 413 417), მესამე კი ბრაზილია (7 961 673). მეოთხე პოზიციაზეა რუსეთი (3 378 103).
წყარო :