ავტორი ალა გრიგალაშვილი
კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დღეს მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვილი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა.
სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მიდიოდნენ.
პარალელურად, ისინი ხელს აწერდნენ პეტიციას, რომელიც საზოგადოების ნაწილის ინიციატივით ორი დღის წინ შედგა. ხელმომწერები სულხან მოლაშვილის წამებაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას მოითხოვენ.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 ივნისს 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.